შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამისი მიმართულებით);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის, სწავლების გამოცდილება);
- ვაკანსიის შესაბამისი პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
- ლიდერობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და წარმოადგინოთ რეზიუმე სხვა შესაბამის საკვალიფიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ibsu.edu.ge.
განაცხადის (იხ. ფორმა) წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბერი. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.