[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუ-ს ტურიზმის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდება სემინარი „კოვიდ 19-ის გავლენა გართობის ინდუსტრიაზე“

22.09.2021

ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  იბსუ-ს ტურიზმის პროგრამის ორგანიზებით, 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, მალტის ტურიზმის ინსტიტუტის მენეჯერი, პროფესორი სიმონ კარუანა ჩაატარებს ვოქრშოფს – „კოვიდ 19-ის გავლენა გართობის ინდუსტრიაზე“

ლექციაზე დასასწრები ბმული: https://bit.ly/3hVasaV

სამუშაო ენა: ინგლისური

ინფორმაცია სპიკერზე: სიმონ კარუანა- სიმონ კარუანა არის მალტის უნივერსიტეტის ტექნიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ლექტორი. ის მალტის უნივერსიტეტის ტურიზმის, მოგზაურობისა და კულტურის ინსტიტუტში (ITTC) კოორდინაციას უწევს ელექტრონული ტურიზმს და ვებ 2.0 ტურიზმს,  ასევე არის BSc DSM ტურიზმის კვლევების ინსტიტუტის (ITS) კოორდინატორი.