[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

განათლების მეცნიერებები

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების სფეროს პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ მრავალმხრივ უნარებს: განათლების თეორიების სიღრმისეული ცოდნა- გააზრება, კრიტიკული ანალიზის უნარის გამოყენებით პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, მიღებული შედეგების პროფესიული საზოგადოებისთვის გაცნობა, თანამედროვე ცოდნის სტუდენტებისთვის მიწოდება (შეფასება და დაგეგმვა სასწავლო პროცესში); სიღრმისეული და აქტიური კვლევა განათლების მიმართულებით, მუდმივი პროფესიული განვითარება, კვლევების ხელმძღვანელობა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; სტუდენტზე ორიენტირებული, ჰუმანისტური გარემოს შექმნა; მეცნიერულად-დაფუძნებული ინოვაციების შემუშავება, კვლევაზე დაფუძნებული ახალი ცოდნის შექმა და გაზიარება პროფესიული საზოგადოებისთვის.

 

დაშვების წინაპირობა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

წინარე განათლება

პროგრამაზე ჩაბარების წინაპირობაა ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლებაში, ფსიქოლოგიაში, ან ფილოლოგიის დარგში ან/და კანდიდატს შესაძლოა დასრულებული ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60 კრედიტიანი პროგრამა.

 

სამუშაო გამოცდილება

კანდიდატს უნდა ჰქონდეს განათლების სფეროში მუშაობისა ან/და სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.

 

სამეცნიერო/კვლევითი გამოცდილება

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დარგში გამოქვეყნებული ერთი სტატია სამეცნიერო ჟურნალში ან საკონფერენციო მასალებში. სტატია უნდა იყოს ინგლისურენოვანი.

 

ენობრივი მოთხოვნები

კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას C1 დონეზე საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით, რომელიც უნდა დასტურდებოდეს საერთაშორისო სერთიფიკატით (FCE (A grade), CAE, IELTS-7.0, TOEFL iBT-95, CERTUS, ა.შ. ) ან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლით.

 

კვლევის გეგმა

კანდიდატმა უნდა წარადგინოს კვლევის გეგმის მონახაზი, რომლის მიზანია კანდიდატის კვლევითი პოტენციალის შეფასება. წერილობით წარმოდგენილ კვლევის გეგმას აფასებს სადისერტაციო საბჭო.

 

კვლევითი გეგმის შეფასების კრიტერიუმები

სათაური: სათაური შეესაბამება თემას, შეიცავს კონკრეტულ ცვლადებს, არის კონკრეტული და თანამედროვე
აქტუალობა და სიახლე: თემა თანამედროვეა, ნაკლებად შესწავლილი; სიახლისა და აქტუალობის პოტენციალი წარმოდგენილია
თეორიული და პრაქტუკული ღირებულება: ნაჩვენებია, თუ რა გავლენა ექნება კვლევას დარგზე;
ლიტერატურის მიმოხილვა: წარდგენილია ძირითადი მიღწევები მოცემულ პრობლემაზე;
ლიტერატურის სია მოიცავს სულ ცოტა 10 მნიშვნელოვან დასახელებას
საკვლევი კითხვები / ჰიპოთეზა არის ორიგინალური და კარგად ჩამოყალიბებული
კვლევის მეთოდები შეესაბამება თემას და კარგად არის განსაზღვრული

ენობრივი აკადემიურობა და გამართულობა
ზემოთ მოცემული 7 კომპონენტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: მისაღები- 3 ქულა, მისაღები, მცირე ცვლილებებით- 2 ქულა, მისაღები, მაგრამ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს- 1 ქულა, მიუღებელი- 0 ქულა. მაქსიმუმი შეფასება არის 21 ქულა. კანდიდატს სჭირდება მინიმუმ 11 ქულა რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე.

ინტერვიუ
კანდიდატი ზეპირი პრეზენტაციით წარსდგება სადისერტაციო საბჭოს წინაშე რომ დაასაბუთოს წარმოდგენილი კვლევის გეგმის ნებისმიერი საკითხი.

ინტერვიუ/ ზეპირი პრეზენტაციის დროს კანდიდატი ავლენს თემის ღრმა ცოდნას.
ინტერვიუს შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი: საუკეთესო- 3 ქულა, კარგი- 2 ქულა, დამაკმაყოფილებელი – 1 ქულა, არადამაკმაყოფილებელი – 0 ქულა. ინტერვიუზე კანდიდატის მიერ მინიმუმ 1 ქულის მოპოვება ჩაითვლება დადებითად.

 

დასაქმების სფერო:

კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ სამთავრობო და არასამთავრობო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და იყვნენ მკვლევარები განათლების მეცნიერებებში. ასევე, მათ შეუძლიათ იმუშაონ უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ლექტორად ან/და ადმინისტრაციულ პირად.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მეცნიერებების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის მოცულობა: 3 წელი (180 ECTS კრედიტი)
სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის: 3540 ლარი
სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 7800 ლარი
ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაზე, სტიპენდიაზე და შეღავათებზე ხელმისაწვდომია: www.ibsu.edu.ge/ge/internal-grants/

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია
ელ-ფოსტა:
  ekapipia@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)