[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჟურნალისტიკა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე ჟურნალისტური უნარ-ჩვევებისა და ეთიკური ღირებულებების მქონე პრაქტიკოსი ჟურნალისტი, რომელიც ხელმძღვანელობს მიუკერძოებელი, დაბალანსებული და საზოგადოებრივ ღირებულებებზე ორიენტირებულ ჟურნალისტიკის პრინციპებით, იცავს ობიექტური ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და ამ გზით წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში.

პროგრამა სტუდენტს უვითარებს ისეთი პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომელიც თვითგანვითარებისა და სიცოცხლის მანძილზე სწავლის პროცესში დაეხმარება; უყალიბებს სტუდენტს აკადემიურ პატიოსნებას, სამოქალაქო პოზიციას, პროფესიულ და პიროვნულ პასუხისმგებლობას; გამოუმუშავებს სტუდენტს ისეთი ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს, რომლებიც მას წარმატებით დასაქმების, პრაქტიკული საქმიანობისათვის მზადყოფნის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საშუალებას მისცემს.

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია ისტორია ან ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება ან გეოგრაფია ან მათემატიკა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა სხვა ქვეყნის მოქალაქემ უნდა დაადასტუროს ქართული ენის B2 დონეზე ცოდნა. პროგრამაზე დაშვების პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იხილეთ ბმულზე – https://iro.ibsu.edu.ge/en/home

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:
– სამაუწყებლო (რადიო და ტელევიზია) კომპანიები;
– ბეჭდური და ონლაინ მედია კომპანიები (ვებპორტალები);
– მედიაჰოლდინგები;
– საინფორმაციო სააგენტოები;
– სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების პრესსამსახურები;
– საჯარო სამსახურის სტრუქტურები;
– კონსალტინგური და სარეკლამო კომპანიები;
– სარეკლამო კომპანიები
და სხვა ნებისმიერი ორგანიზაციები, სადაც საჭიროა ჟურნალისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი.

კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – მაგისტრატურაში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის : 3990 ლარი

________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი კვალიფიკაცია : ჟურნალისტიკის ბაკალავრი
სწავლების ენა : ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც.პროფესორი მაგდა მემანიშვილი
ელ-ფოსტა:
mmemanishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2800 064 (134)
ოთახი:  # A 404
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო