სიახლეები
![აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის შეხვედრა გამართა](https://ibsu.edu.ge/storage/2024/11/IMG_9196111-scaled-1-768x512.jpg)
- 13/11/2024
აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის შეხვედრა გამართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თათა თოდრიამ IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის Fulbright Visiting Scholars Program, Hubert H. Humphrey Fellowship Program, Fulbright TEA, FFDP, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, მოწვეულმა სპიკერმა მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.