შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა გთავაზობთ განათლებას სამართლის მიმართულებით ბაკალავრიატსა და სამაგისტრო საფეხურებზე და სახელმწიფო მმართველობის მიმართულებით – ბაკალავრიატის საფეხურზე. სკოლის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს განათლება, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე და ხელმისაწვდომ სტანდარტებს, შექმნას სამართლებრივი მსოფლმხედველობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების, კანონის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების განვითარებასა და სამეცნიერო კვლევებისთვის ხელშემწყობი გარემო; ამასთან, კურსდამთავრებულს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციის დასაკავებლად. პროგრამებს ახორციელებენ მოქმედი მოსამართლეები, ნოტარიუსები, ადვოკატები, პროკურორები და სფეროში აღიარებული პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრები.
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის პრიორიტეტებია: სწავლისა და კვლევის მაღალი ხარისხი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმები, გაცვლითი პროგრამები უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა. საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად სკოლა სტუდენტებს სთავაზობს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, კერძოდ: შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას მუდმივად განახლებული წიგნადი ფონდით, საკონფერენციო დარბაზებს, სამართლის კლინიკას და პერიოდულ, საერთაშორისო რეცენზირებულ და რეფერირებად ორენოვან სამეცნიერო ჟურნალს (ISSN 2587-5051, e-ISSN 2587-5140).
პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება პარტნიორ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიებში.
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://ibsu.edu.ge/iro/exchange/
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა არის The Network of Institutes and Schools of Public Administration in Central and Eastern Europe (NISPAcee) და European Law Faculties Association (ELFA) წევრი.
ELFA დაარსდა 1995 წელს და აერთიანებს ევროპული სამართლის სკოლებს. ასოციაციის მთავარი მიზანი იურიდიული განათლების განვითარება და მისი ხელშეწყობაა. ELFA კოორდინაციას უწევს ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმებს, ევროპული უნივერსიტეტების თანამშრომლობას და ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობას. ELFA რეგულარულად გამოსცემს საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალს European Journal of Legal Education (EJLE).
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://elfa-edu.org
Nispacee არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია და ჩართულია საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში განათლების, ტრენინგების, კვლევისა და პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბების საქმეში. 2008 წლიდან მოყოლებული ქსელი გამოსცემს ჟურნალს – The NISPAcee Journal of Public Administration and Policy, რომელიც ინდექსირებულია ისეთ აკადემიურ ბაზაში, როგორიცაა: ელსევიერი, ებსკო, კლარივატ ანალიტიკა, სიმაგო და სხვა.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.nispa.org/page.php?sid=2137
ირაკლი შამათავა
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი
სამართლის დოქტორი, აფილ. პროფესორი
თანამედროვე სამართლის ჟურნალის მთავარი რედაქტორი
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
Email: irakli.shamatava@ibsu.edu.ge
ქეთევან ქოქრაშვილი
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; დოქტორი, აფილ. პროფესორი
Email: kkokrashvili@ibsu.edu.ge
თამარ კაკუტია
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი, აფილ. პროფესორი
Email: tkakutia@ibsu.edu.ge
ქრისტინე ქარდავა
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ადმინისტრაციული დირექტორი
Email: kristine.kardava@ibsu.edu.ge
ირმა არჩუაშვილი
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მენეჯერი