სიახლეები
![დალი ოსეფაშვილი ICA-ს კონფერენციას დაესწრო](https://ibsu.edu.ge/storage/2024/03/IMG_5112-scaled-1-768x633.jpg)
- 18/03/2024
დალი ოსეფაშვილი ICA-ს კონფერენციას დაესწრო
პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართა კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (ICA, აშშ) კონფერენცია, სადაც მონაწილეობდა IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი. კონფერენციის თემა იყო „ადამიანი, ტექნოლოგიები და გადასვლა“
დალი ოსეფაშვილმა გარემოსდაცვითი კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების პანელზე წარადგინა საკუთარი კვლევის შედეგები, სახელწოდებით: „ციფრული მედიის როლი გარემოსდაცვით აქტივიზმში“.
ის ასევე მონაწილეობდა ვორკშოპში, „ხელოვნური ინტელექტი და კონტენტის შექმნის სტრატეგიები“.