სიახლეები
![საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა](https://ibsu.edu.ge/storage/2023/12/News-01-scaled-1-768x768.jpg)
- 25/12/2023
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა.
სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.
პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), და ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).