სიახლეები
![სისხლის უანგარო დონაციის აქცია IBSU-ში](https://ibsu.edu.ge/storage/2023/06/IMG_8460111-1536x1013-1-768x507.jpg)
- 24/05/2023
სისხლის უანგარო დონაციის აქცია IBSU-ში
სისხლის ცენტრისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, IBSU-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მეორედ ჩატარდა, რომელშიც უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ჩაერთნენ.
აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 20-მდე ჰოსპიტალს გადაეცემა.
სისხლის ცენტრი და IBSU მადლობას უხდის თანამშრომლებსა და სტუდენტებს აქციაში აქტიური ჩართულობისთვის.