სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. აზერ დილანჩიევის სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში...
აზერ დილანჩიევის სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში დაიბეჭდა
  • 10/06/2024

აზერ დილანჩიევის სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში დაიბეჭდა

IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, აზერ დილანჩიევის სტატია – “Unraveling The Nexus Between Financial Openness and Environmental Quality: Green Finance as The Catalyst in CEE Countries “დაიბეჭდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში – “Journal of Environmental Assessment Policy and Management, Scopus Q1.”

ნაშრომი იკვლევს კავშირს ფინანსურ გამჭვირვალობასა და გარემოს ხარისხობრივ მდგომარეობას შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) ქვეყნებში 2015 წლიდან 2020 წლამდე. სტატია ასევე ფოკუსირებულია მწვანე ფინანსების როლზე.

დღესდღეობით, წიაღისეული საწვავის გამოყენება, რომელიც ზრდის ნახშირბადის ემისიას და ხელს უწყობს სათბურის აირების წარმოქმნას, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აზერ დილანჩიევის ნაშრომი იკვლევს თუ როგორ მოქმედებს ფინანსური აქტივები გარემოს დეგრადაციაზე.