სიახლეები

- 24/03/2026
აზიური და იაპონური ბაზრების თავისებურებები და შესვლის სტრატეგიები
IBSU-ს ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, JICA-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო-ს (GITA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა აზიური და იაპონური ბაზრების თავისებურებებსა და იქ შესვლის სტრატეგიებს.
შეხვედრის მთავარმა მომხსენებელმა, Boonho Koh-მ, იაპონიაში მოღვაწე მალაიზიელმა ექსპერტმა და საერთაშორისო მენტორმა, სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება სტარტაპების განვითარების, გლობალურ ბაზრებზე პოზიციონირებისა და ექსპანსიის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს საკუთარი სტარტაპ იდეები (pitching), მიიღეს ექსპერტის პირდაპირი რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები. ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ინდივიდუალურ (one-on-one) სესიებში.





