სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
  4. /
  5. არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულების საბაკალავრო პროექტების...
არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულების საბაკალავრო პროექტების პრეზენტაცია
  • 15/07/2025

არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულების საბაკალავრო პროექტების პრეზენტაცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო პროექტები.

პრეზენტაციებზე სტუდენტებმა კომისიის წინაშე ვიზუალური და გრაფიკული შესრულებით წარმოადგინეს ინოვაციური არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც მათ აკადემიურ და შემოქმედებით უნარებს ასახავდა. პროექტები მოიცავდა არქიტექტურულ პროექტებს, მათ შორის “სასტუმრო ნოქალაქევი – არქეოპოლისი,” თეატრი „მაჩაბელა,“ ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ცენტრი – „სერენა“ და სხვ.

2018 წლიდან IBSU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ინგლისურენოვანი არქიტექტურის პროგრამა შექმნა და დღემდე წარმატებით უძღვება.