სიახლეები
- მთავარი
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- ბიზნესის სკოლის დეკანი ჩანდიგარის უნივერსიტეტის...

- 29/05/2025
ბიზნესის სკოლის დეკანი ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასისტენტ პროფესორს, სანდიპ გულერიას შეხვდა, რომელიც ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
პროფესორ გულერიას ვიზიტი IBSU-ს ჩანდიგარის უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში რიგით მეორედ შედგა.
მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივად დაგეგმილი აქტივობების შესახებ.