სიახლეები
- მთავარი
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- ეკა დევიძე ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა...

- 29/05/2025
ეკა დევიძე ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი, ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ეკა დევიძე მონაწილეობდა, სამეცნიერო საბჭოს (BoS) შეხვედრაში, როგორც საერთაშორისო ექსპერტი.
შეხვედრა ორგანიზებული იყო მოგზაურობისა და ავიაკომპანიების მართვის დეპარტამენტის მიერ.
შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროგრამების შესწავლა, ანალიზი და მათი გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რათა უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნა და უნარები, პროგრამის შედეგები პასუხობდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს ტურიზმის ინდუსტრიაში.