სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ვარდისფერი ოქტომბერი IBSU-ში: საქველმოქმედო...
ვარდისფერი ოქტომბერი IBSU-ში: საქველმოქმედო ღონისძიება Pink Link
  • 24/10/2025

ვარდისფერი ოქტომბერი IBSU-ში: საქველმოქმედო ღონისძიება Pink Link

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მკერდის კიბოს ცნობადობის ასამაღლებელ საქველმოქმედო ღონისძიებას – Pink Link, რომელიც ორგანიზებული იყო სტუდენტური გაერთიანების The Med Linkers და ორგანიზაციის Angels of Hope (Pink Space) თანამშრომლობით.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ IBSU-ს მედიცინის სკოლის სტუდენტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ორგანიზაციულ, ისე საქველმოქმედო საქმიანობაში.

პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ აქტივობებს:
– პრეზენტაციებს მასტექტომიისა და შემდგომ კანის რეკონსტრუქციის საკითხზე;
– გადარჩენილი პაციენტის ისტორიას, რომელიც დღეს სხვებს აძლევს ძალას და მოტივაციას;
– სამეცნიერო პრეზენტაციას მკერდის კიბოს “sleeping cells” შესახებ;
– აქტივობებს – 5 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ თამაშებს, ფილმების ჩვენებას, ვარდისფერი ლენტის ძიებას კამპუსში და ა.შ.

ღონისძიების ფარგლებში მობილიზებული საქველმოქმედო თანხა სტუდენტებმა Angels of Hope (Pink Space) ფონდში გადარიცხეს.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის განუყოფელი ნაწილია. კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.