სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში –...
  • 28/02/2023

ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში – შედეგები

საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში დასრულდა, რომელშიც სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 133-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ოლიმპიადა გაიმართა სამ ასაკობრივ ჯგუფში: 6-8 კლასები (72 მოსწავლე), 9-10 კლასები (42 მოსწავლე) და 11-12 კლასები (19 მოსწავლე).

ოლიმპიადაზე, რომელიც მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით ჩატარდა, საკმაოდ რთული ამოცანები იყო წარმოდგენილი.

შედეგები:

6-8 კლასები

9-10 კლასები

11-12 კლასები

აქვე გაცნობებთ, რომ მარტის მეორე ნახევრიდან სტარტს აიღებს ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში. პირველი ტური ტრადიციულად ონლაინ ჩატარდება, ხოლო დასკვნითი და ნაკრების შესარჩევი ტურები დასწრებულად.

ეროვნული ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციები იხილეთ საიტზე: geoi.ge. ამ საიტიდან მოხდება მონაწილეთა რეგისტრაციაც, რომელიც მალე გამოცხადდება.

ოლიმპიადის დასკვნითი ტური კვლავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!