თამაზ ტუღუშის ვორქშოპი IBSU-ში I „დამოკიდებულება - არსი და პრევენცია“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. თამაზ ტუღუშის ვორქშოპი IBSU-ში...
თამაზ ტუღუშის ვორქშოპი IBSU-ში I „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“
  • 09/12/2025

თამაზ ტუღუშის ვორქშოპი IBSU-ში I „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო და პრაქტიკულ ვორქშოპი თემაზე – „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“.

ვორქშოპს ხელმძღვანელობდა ფსიქოთერაპევტი და სარეაბილიტაციო ცენტრის “ნებას” დამფუძნებელი – თამაზ ტუღუში.

სესიის განმავლობაში სტუდენტებმა განიხილეს, როგორ მუშაობს დამოკიდებულება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

  • ადიქციის ძირითადი მექანიზმებს;
  • რისკ-ფაქტორებს;
  • ახალგაზრდებისა და მოზრდილებისთვის მნიშვნელოვან პრევენციულ სტრატეგიებს;

მონაწილეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია პრაქტიკული ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც დაეხმარებათ ადრეულ ამოცნობასა და ეფექტურ რეაგირებაში როგორც ოჯახურ, ასევე საგანმანათლებლო გარემოში.