სიახლეები

- 10/03/2025
თინათინ რუხაძის ლექცია – ტრანსფორმაციული ლიდერობა: ACT-ის გლობალური გამოცდილება
IBSU-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტმა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს, თინათინ რუხაძეს უმასპინძლა. თინათინ რუხაძემ სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – ტრანსფორმაციული ლიდერობა: ACT-ის გლობალური გამოცდილება. საჯარო ლექცია ორგანიზაციისა და ლიდერების ტრანსფორმაციის მნიშვნელობას შეეხებოდა; ამასთან სპიკერმა მიმოიხილა ის გამოწვევები თუ შესაძლებლობები, რომლებსაც მენეჯერები ამ პროცესში აწყდებიან.