სიახლეები
- მთავარი
- /
- კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- /
- იაპონელი დიზაინერის ნაო ტოკუდას საჯარო...

- 08/05/2025
იაპონელი დიზაინერის ნაო ტოკუდას საჯარო ლექცია
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა მრავალი ჯილდოს მქონე იაპონელ დიზაინერს, ნაო ტოკუდას, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაატარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
ნაო ტოკუდა უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან, ხოლო მისი მოწვევა IBSU-ს საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელდა „არქიტექტურული პრემია 2024“-ის გამარჯვებული სტუდენტის დავით ასანიძის უშუალო ჩართულობით.
ლექციის დროს ნაო ტოკუდამ წარმოადგინა საქართველოში განხორციელებული რამდენიმე პროექტი და დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის შედეგები იაპონური და ქართული არქიტექტურის თავისებურებებისა და მსგავსებების შესახებ.
შეხვედრას მოჰყვა დისკუსია მდგრადი არქიტექტურის მნიშვნელობასა და თანამედროვე ტენდენციებზე არქიტექტურაში.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების მიმდინარე პროექტების გამოფენას და მათი შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაციას.
დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და სტუდენტების აქტიური ჩართულობით ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება.