სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- იმიტირებული სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში
- 24/02/2023
იმიტირებული სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე განიხილეს სისხლის სამართლის დავა.
სტუდენტები ესტუმრნენ მართლმსაჯულების მუზეუმსაც, სადაც დაცულია ისტორიული მნიშვნელობის მქონე ექსპონატები და უცხოეთის ქვეყნებიდან მოძღვნილი სამახსოვრო საჩუქრები.
სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბაკარაძე.