სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. „ინგლისური ენის ტესტის გასწორების ეფექტური...
„ინგლისური ენის ტესტის გასწორების ეფექტური სტრატეგიები“- ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
  • 30/05/2025

„ინგლისური ენის ტესტის გასწორების ეფექტური სტრატეგიები“- ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრეინინგი თემაზე: „ინგლისური ენის ტესტის გასწორების ეფექტური სტრატეგიები“.

ტრენინგზე განიხილეს ტესტის შეფასების ეფექტური სტრატეგიები, რუბრუკების გამოყენება შეფასების პროცესში და პრაქტიკული მაგალითები რეალური დავალებებიდან.

ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის იმ უნარების გაძლიერება, რომლებიც აუცილებელია მათ აკადემიურ განვითარებაში და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.