სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ირაკლი შამათავამ უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა
ირაკლი შამათავამ უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა
  • 29/04/2024

ირაკლი შამათავამ უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აკადემიურ პერსონალთან, ასოცირებულ პროფესორ გოგა კიკილაშვილთან და აფილირებულ პროფესორ ანდრეა ბორონთან ერთად უნივერსიტეტში უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს; შედეგად, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი გაცვლითი პროგრამები განხორციელდება სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის.
სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ ისაუბრა სკოლის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიან გეგმაზე. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც უცხოელ პარტნიორებთან მემორანდუმების გაფორმება, ისე გაცვლითი პროგრამების და “თანამედროვე სამართლის ჟურნალის” მოდიფიკაცია. შეხვედრის ბოლოს, დეკანმა დოქტორ ფაბიო ზამბარდინოს (University of Campania “Luigi Vanvitelli”) და ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ მარკო სეგეშიოს თანამედროვე სამართლის ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა შესთავაზა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.