სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის...
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლები ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ
  • 06/06/2025

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლები ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებმა – ასოცირებულმა პროფესორებმა გიორგი გაბუნიამ და არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ – ბულგარეთში, ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – ArCive 2025 წარმატებით წარადგინეს მოხსენება – “Architectural Intervention in Historic Urban Context: Case Study of ‘Stair-Street-House’ in Sololaki, Tbilisi.” მოხსენება ეძღვნებოდა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტების ინტეგრირების შესაძლებლობებს ქალაქის ისტორიულ ურბანულ ქსოვილში.

ხსენებული სტატია მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში, კერძოდ, ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში. ამასთან, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა გეგმავს თემის გარშემო მსჯელობის გაგრძელებას და დარგის ექსპერტების მონაწილეობით კონფერენციის ორგანიზებას თბილისში, რათა ხელი შეეწყოს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ დიალოგს.