სიახლეები

- 29/07/2025
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებმა Robo Battle 2025-ში მიიღეს მონაწილეობა
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა “ZERO Knowledge Engineers” მონაწილეობა მიიღო რობოტების შერკინების კონკურსში Robo Battle 2025, რომელიც ჩატარდა საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით.
კონკურსის ფარგლებში დამზადდა 5 კილოგრამამდე წონის მძლავრი რობოტი, რომელმაც რამდენიმე შერკინებაში მონაწილეობა მიიღო. კონკურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები 15 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და ასევე, სკოლის მოსწავლეები – 1,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანის, მარიამ რაზმაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სტუდენტების მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში და შეჯიბრებებში. “ხსენებული ღონისძიებები ხელს უწყობს რობოტიკის, პროგრამირებისა და ზოგადად, ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაციას და სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას პრაქტიკულ გარემოში.”
IBSU მადლობას უხდის კონკურსის სპონსორებს, თიბისი ბანკსა (TBC) და საინჟინრო სერვისების წამყვან კომპანია ასიდისს (ACDC), გულშემატკივრობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქტექტურის სკოლა გააგრძელებს მსგავსი აქტივობებში მონაწილეობის მიღებას და სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერას.