სიახლეები

- 20/05/2025
“კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ – ტრენინგი თანამშრომლებისთვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი “კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ ჩატარდა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა პერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგიური საფუძვლების და კომუნიკაციის პროცესში მოქმედი ბარიერებისა და არავერბალური სიგნალების მნიშვნელობის გაცნობიერებას და რეფლექსიას საკუთარი კომუნიკაციის სტილზე.
ტრენინგი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისა და IBSU აკადემიის ორგანიზებით, IBSU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა ბექა დადეშქელიანმა ჩაატარა.