სიახლეები

- 21/05/2025
კრეატიული აზროვნების სესია ფსიქოდრამის მეთოდებით
IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კომპანია NiuMi-თან თანამშრომლობის ფარგლებში , სტუდენტებისთვის ”პრობლემების გადაჭრა და კრეატიულობა ინოვაციებში – ფსიქოდრამის მეთოდების გამოყენებით!” შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა საბა ჩიხლაძე – ორგანიზაციული ფსიქოლოგი, ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი, დინამიური ტრანსფორმაციების მეთოდის ავტორი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო, თუ როგორ ერთიანდება სხეული და აზროვნება კრეატიულ პროცესში.
ასევე, სესიაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
🔹 როგორ ერთიანდება სხეული და აზროვნება კრეატიულ პროცესში;
🔹 როგორ გადაჭრან პრობლემები არაკონვენციური მიდგომებით;
🔹 როგორ დაძლიონ კრეატიული ბლოკები;
🔹 როგორ განავითარონ აზროვნების მოქნილობა;
🔹 როგორ გამოიყენონ სხეულისა და გონების სინერგია ინოვაციური იდეების შესაქმნელად;