სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. კრედო ბანკის ავტომატიზაციის ინჟინერის ლექცია...
კრედო ბანკის ავტომატიზაციის ინჟინერის ლექცია – “პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია”
  • 02/06/2025

კრედო ბანკის ავტომატიზაციის ინჟინერის ლექცია – “პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია”

კრედო ბანკის სინიორ ავტომატიზაციის ინჟინერმა, DevOps სამაგისტრო პროგრამის მაგისტრმა და IBSU-ს კურსდამთავრებულმა, თორნიკე ჭავჭავაძემ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე „პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა.”

ტესტირების ავტომატიზაცია არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესი, რომელიც ხორციელდება დაწერილი სკრიპტებისა და ავტომატიზაციის ხელსაწყოების მეშვეობით. მისი მიზანია ტესტირების დროის შემცირება, სიზუსტის გაუმჯობესება და განმეორებადი სცენარების ავტომატურად შესრულება, რაც ხელს უწყობს პროდუქტის ხარისხის მაღალ დონეზე უზრუნველყოფას.