სიახლეები
- მთავარი
- /
- სამეცნიერო სიახლეები
- /
- მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია 12 ივნისს...

- 07/03/2025
მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია 12 ივნისს გაიმართება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის 12 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა):
თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ სექციებს:
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ინგლისური ფილოლოგია
- ბიზნესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი)
- ეკონომიკა
- ტურიზმი
- სამართალი
- განათლების ადმინისტრირება
- ამერიკისმცოდნეობა
- ციფრული მედია და კომუნიკაცია
- საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა
- ჟურნალისტიკა
- კომპიუტერული მეცნიერება
- ფსიქოლოგია
- საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
- მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები
- არქიტექტურა
- მედიცინა
რეგისტრაციისა და სრული ნაშრომების ჩაბარების ვადა: აბსტრაქტების ჩაბარების ბოლო ვადა: 30 აპრილი
აბსტრაქტები უნდა აიტვირთოს მითითებულ ბმულზე (სავალდებულოა ყველა ველის შევსება): https://bit.ly/4hjgBJD
სრული ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა: 26 ივნისი
სრული ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს მითითებულ ელ–ფოსტაზე: conference@ibsu.edu.ge
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა
კრებულში ელექტრონული სახით.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, B ბლოკი, III სართული, დიდი საკონფერენციო დარბაზი.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 20 მაისისა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები კონფერენციის ფარგლებში მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა): თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის მონაცემები (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა და ა.შ.) მიიღება ერთი ავტორის/თანაავტორის მიერ მომზადებული მხოლოდ ერთი ნაშრომი. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ აბსტრაქტები ინგლისურ ან ქართულ ენებზე, ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად:
- არაუმეტეს 300 სიტყვისა;
- ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
- ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);
- სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;
- მიუთითეთ: ნაშრომის სათაური, ავტორის/თანაავტორის სრული სახელ(ებ)ი, მიმართულება (დარგი), ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოფიციალური, სრული სახელწოდება;
- საკვანძო სიტყვები (keywords)– მინიმუმ 4;
- გრაფიკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომის მოცულობის 20%-ს
სრული ნაშრომები ქართულ ან ინგლისურ ენაზე:
- 3000-8000 სიტყვა, ცხრილებისა და მითითებების ჩათვლით;
- ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
- ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);
- სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;
- აბსტრაქტები;
ყველა ნაშრომი უნდა შეიცავდეს: შესავალს, ლიტერატურის მიმოხილვას, მეთოდოლოგიას, დასკვნებს/შედეგებს, გამოყენებული ლიტერატურის სიას;
- ყველა ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს ციტირებისა და დამოწმებების APA6 სტანდარტებს;
- ქართული ნაშრომები უნდა შეიცავდეს ინგლისურენოვან აბსტრაქტებს (მათ შორის, საკვანძო სიტყვებს).
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.