სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. მედიცინის სკოლა
  4. /
  5. პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი მოსწავლეებისთვის
პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი მოსწავლეებისთვის
  • 31/03/2025

პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი მოსწავლეებისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა და პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი მასტერკლასი ჩაატარა. მოსწავლეები გაეცნენ პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკებს, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდებს, სიცოცხლის ბაზისურ ალგორითმს, უცხო სხეულის გადმოვარდნის და ინტრავენური ინიექციის ტექნიკებს და პირველად დახმარებას სისხლდენების დროს. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს IBSU-ს სერტიფიკატი და ბრენდირებული საჩუქარი გადაეცა.