სიახლეები

- 19/03/2025
პირველკურსელთათვის სამშვილდის ნაქალაქარზე ლაშქრობა მოეწყო
IBSU-ს რექტორის კახა შენგელიას ინიციატივითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, პირველკურსელთათვის სამშვილდის ნაქალაქარზე ლაშქრობა მოეწყო.
სტუდენტებმა კომპანია Teamboat-ის დახმარებით სხვადასხვა გუნდურ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
ლაშქრობის ფარგლებში, სტუდენტებმა მოინახულეს სამშვილდის კომპლექსი და მასში შემავალი კულტურული ძეგლები.