სიახლეები

- 26/08/2025
პირველკურსელთა საბუთების მიღება
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა საბუთების მიღება:
2-3 სექტემბერი | 10:00 – 17:00 საათი (შესვენება 13:00-14:00 სთ)
4-5 სექტემბერს გაიმართება საორიენტაციო შეხვედრები:
4 სექტემბერი | 10:00 – სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
4 სექტემბერი | 14:00 – ბიზნესის სკოლა
4 სექტემბერი | 12:00 – მედიცინის სკოლა
5 სექტემბერი | 10:00 – კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
5 სექტემბერი | 14:00 – განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
პირველკურსელებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი
პირადობის მოწმობის ქსეროასლი, დედანი იქონიონ თან
2 ფოტოსურატი ¾-ზე დაბეჭდილი, 1 CD დისკზე
ვაჟებისთვის წვევამდელის მივწვევის მოწმობა
მედალოსნებითვის მედალის დამადასტურებელი ცნობა
სწავლა დაიწყება 8 სექტემბერს.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელსა და ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას!
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2