
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ‘ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის’ უფასო პროექტის ფარგლებში მორიგ ნაკადს უმასპინძლა.
მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ახალი ამბების მომზადებას, ჟურნალისტიკის ეთიკის საკითხებს, ინფორმაციის გადამოწმების ხერხებსა და ჟურნალისტიკას, როგორც პროფესიას.
‘ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის’ მორიგი ტრენინგი აპრილში გაიმართება.