სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების...
საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საჯარო ლექცია სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის
  • 07/05/2025

საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საჯარო ლექცია სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით IBSU-ს საბიბლიოთეკო სივრცეში გაიმართა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილისა და ეკატერინე გასიტაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში (განსხვავება საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებს შორის)“.

სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ირაკლი შამათავამ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილე პროფესორებსა და სტუდენტებს და აღნიშნა, რომ საჯარო ლექციები, რიგ შემთხვევებში, სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება და მისი მიზანია შრომით ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების გადამზადება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა, მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, პროფესორმა ეკატერინე გასიტაშვილმა საჯარო ლექციაზე ისაუბრეს სასამართლო ხელისუფლების საქმისწარმოების სტანდარტებზე, სასამართლოს დაკომპლექტების წესზე, სასამართლო ხელისუფლების განზოგადებულ პრაქტიკასა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. მოსამართლეებმა სტუდენტებს სამოსამართლო საქმის განხილვის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.

საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური პასუხები მიიღეს.