სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და...

- 10/07/2025
სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამების სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა და საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, ქრისტინე ქარდავა.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სამოსამართლო საქმისწარმოების წესებს და დაესწრნენ საჯარო ლექციას, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილ. პროფესორი, ირინე იმერლიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ლიანა ბაგაშვილი, ხოლო საკონსტიტუციო დავების განხილვის თავისებურებებზე, სასამართლოს სტრუქტურაზე და მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობაზე ისაუბრა მოსამართლის უფროსმა თანაშემწემ, გიორგი ხაზალიამ.
სტუდენტებმა ისტორიულ შენობაში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღნიშნული პროექტი სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში ყოველწლიურად ხორციელდება.