სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის...
სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა
  • 21/05/2025

სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი შამათავამ, იტალიაში, ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli) სტიპენდია მოიპოვა

სტიპენდიის ფარგლებში, 2025 წლის 19 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, პროფესორი ირაკლი შამათავა გამართავს შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს უცხოელ კოლეგებთან – პროფესორ ანდრეა ბორონთან, პროფესორ ფაბიო ზამბარდინოსთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან.

პროფესორი ირაკლი შამათავა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს სამართლებრივ სტატიას, იტალიისა და თანამედროვე ქართული საბანკო სამართლის შედარებითი ანალიზის შესახებ. კვლევაში ასევე განხილული იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, კრიპტოვალუტები – ტოკენები და ბიტკოინები.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმება, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.