სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- სამართლის პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს...

- 17/07/2025
სამართლის პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინგლისურენოვან იმიტირებულ სასამართლო პროცესში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინგლისურენოვან იმიტირებულ სასამართლო პროცესში. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა განივითარეს ფართო სპექტრის პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მოიცავს ორატორულ ხელოვნებას, იურიდიული არგუმენტაციის, ასევე კრიტიკული აზროვნების უნარს. ინგლისურ ენაზე განხორციელებულმა სასამართლო პროცესმა ხელი შეუწყო მათ საერთაშორისო სამართლებრივი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, დარგობრივი სამართლებრივი ტერმინოლოგიის სრულყოფას, ასევე დამაჯერებელი გამოსვლების, სტრესულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და გუნდური მუშაობის უნარების განმტკიცებას რთულ სამართლებრივ საკითხებზე.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანის, პროფესორ ირაკლი შამათავას და აფილირებული ასოცირებული პროფესორ ეკატერინე ბაკარაძის ხელმძღვანელობით. ორგანიზატორების აზრით, მსგავსი აქტივობები უზრუნველყოფს მომავალი იურისტების მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებას გლობალურ სამართლებრივ ბაზარზე წარმატებული დასაქმებისთვის.