სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ინგლისური...
სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტებისთვის
  • 20/03/2025

სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტებისთვის

IBSU-ს ბიბლიოთეკამ განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებისთვის 20 მარტს სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის მიმართულებით საქმიანობის ხელშეწყობას. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ მოიძიონ, გაფილტრონ და შეაფასონ სამეცნიერო ინფორმაცია სხვადასხვა ბაზებში, როგორ შეადგინონ ზუსტი საკვანძო სიტყვები და უკეთესად განავითარონ კვლევის უნარები.