
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი ‘განათლების ჟურნალი შავი ზღვის რეგიონში (JEBS)’ მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო-კვლევით მონაცემთა ბაზაში – EBSCO Education Source-ში შეიტანეს.
აღნიშნული მნიშვნელოვანი მიღწევა უზრუნველყოფს შემდეგს:
✅ თქვენი სამეცნიერო ნაშრომი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს 4000-ზე მეტი
სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებისთვის
✅ თქვენ გახდით იმ მონაცემთა ბაზის ნაწილი, რომელსაც მილიონობით
მკვლევარი და განათლების სფეროს სპეციალისტი იყენებს
✅ თქვენი ნაშრომი განთავსდება 2100-ზე მეტ მაღალრეიტინგულ
საგანმანათლებლო სამეცნიერო ჟურნალთან ერთად
✅ მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი კვლევის საერთაშორისო ხილვადობა
აკადემიურ სივრცეში
JEBS-ი აგრძელებს მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე კვლევების გამოქვეყნებას და ამ პრესტიჟული მონაცემთა ბაზის მეშვეობით კიდევ უფრო აფართოებს საერთაშორისო მასშტაბებს.
გსურთ თანამშრომლობა? მოგვაწოდეთ თქვენი სამეცნიერო ნაშრომი და
შეიტანეთ წვლილი JEBS-ის განვითარების ახალ ეტაპში!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://jebs.ibsu.edu.ge
საკონტაქტო ელ-ფოსტა: jebs@ibsu.edu.ge