სიახლეები

- 27/03/2025
საქართველოს ბანკის სტიპენდია
ცხადდება განაცხადებების მიღება საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე.
პროექტის შესახებ
საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?
· სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს
· სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით
· სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად
· აპლიკაციის შევსება შესაძლებელია stipendia.bog.ge – ზე
რეგისტრაცია შესაძლებელია 15 აპრილის ჩათვლით.