სიახლეები

- 06/05/2025
საჯარო ლექცია საბანკო სამართლის საკითხებზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა ანდრეა ბორონმა, პროფესორმა ჯერემი შოვნმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა გოგა კიკილაშვილმა საბანკო სამართლის აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექცია გამართეს.
სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ირაკლი შამათავამ, რომელმაც საჯარო ლექციაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც, ეროვნული კანონმდებლობის ჭრილში, საკუთარი სადისერტაციო ნაშრომიდან მცირე მოხსენება გააკეთა საბანკო სფეროს განვითარების ზოგად ტენდენციებზე.
საჯარო ლექციაზე ასევე განხილულ იქნა უცხოური კანონმდებლობების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბანკო დავების სპეციფიკა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პრორექტორი კვლევით დარგში, თეა კბილცეცხლაშვილი, პრორექტორი სასწავლო დარგში სალომე კუჭუხიძე, კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ფარსადანიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები.