სიახლეები
- 24/10/2024
სენტ-ეგზიუპერის სკოლაში IBSU-ს ტრენინგი „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ ჩატარდა
IBSU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა, მარი ლეთოდიანმა და ლუკა ამბალიამ, ფრანგულ-ქართულ სკოლაში ტრენინგი „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ ჩაატარეს.
მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სახალისო აქტივობის საშუალებით გაცნობოდნენ პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბის სტრუქტურას, ჟურნალისტურ ეთიკასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხებს.
შეხვედრა იყო ინტერაქციული სახის და შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები.