სიახლეები
- 11/12/2023
ტრენინგი ფრანკოფონი სტუდენტებისთვის – “ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ”
სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში ჩატარდა ტრენინგი – “ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ” (Je suis DONC Je réussis).
ტრენინგი ჩაატარა შავი ზღვის უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორმა, ინგა ტყემალაძემ, რომელიც განკუთვნილი იყო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი უნივერსიტეტებისთვის.
ტრენინგს ესწრებოდნენ IBSU-ს ფრანკოფონი სტუდენტები.
სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს CV შედგენის ასპექტები, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების მომზადების წესები, გასაუბრების პროცესში ეფექტურად წარდგენის გზები, მოკლე გამოსასვლელი სიტყვის მომზადების ეფექტური ხერხები და სხვა.
ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.