სიახლეები
- მთავარი
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი სასწავლო ვიზიტით...
- 06/06/2023
ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი სასწავლო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტს ეწვია
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე და მოწვეული ნინო დევიძე, სასწავლო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლას ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა, ელენა პირანიმ IBSU-ს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის კამპუსი და ლაბორატორიები გააცნო.
უახლოეს მომავალში IBSU და ფლორენციის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რაც IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შანსს მისცემს.