სიახლეები

- 17/10/2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „Erasmus+-ის დღეები 2024“ გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინირებით, 16 ოქტომბერს, Erasmus+-ის დღეები 2024-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც Erasmus +-ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში სტუდენტებს გააცნო Erasmus +-ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოში სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საერთაშორისო კრედიტების მობილობა (ICM), Erasmus + მუნდუსი, ახალგაზრდების მობილობა და გაცვლა, ტრენინგები და ვირტუალური მობილობა.