სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IT...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IT კომპანია SYNTAX-სთან მემორანდუმი გააფორმა
  • 16/05/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IT კომპანია SYNTAX-სთან მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Syntax-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა სასწავლო დარგში სალომე კუჭუხიძემ და Syntax-ის დირექტორმა სალომე მახარაძემ.

კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლის დეკანს და პროგრამის ხელმძღვანელს, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სხვადასხვა კურსების შემოთავაზება.

ასევე, IBSU-ს კარიერის განვითარების სამსახურის ორგანიზებით და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ჩართულობით კომპიუტერული მეცნიერების II, III და IV კურსის სტუდენტებისთვის კომპანია Syntax – ის წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია გამართეს. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება მოეპოვებინათ “IT in Reality” კურსის დაფინანსება.

IT კომპანია სინტაქსი, Zoho კორპორაციის შვილობილი კომპანია ManageEngine-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.