სიახლეები

შემოქმედებითი ტურის თარიღები 
  • 24/04/2025

შემოქმედებითი ტურის თარიღები 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ტური ჩატარდება 12,13 და 14 ივნისს, 12:00 საათზე. 

კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება.

ტურის ფრაგლებში კანდიდატს ეძლევა 60 წუთი, რათა დამატებით შეასრულოს მის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან თითო–თითო მცირე ფრაგმენტი.

კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო

ა) გეომეტრიული ფიგურის (კუბი, სფერო, პირამიდა, კონუსი, პარალელეპიპედი, ცილინდრი ან სხვა) სულ მცირე 2 (ორი) ნახატი. ნამუშევრის ფორმატი უნდა იყოს A3;

ბ) ნებისმიერი სახის არქიტეტურული ობიექტის სულ მცირე  2 (ორი) გრაფიკული ჩანახატი. ნამუშევრის ფორმატი უნდა იყოს A4 ან  A3;

მონაწილეებს შეუძლიათ ნამუშევრების მოტანა და დატოვება როგორც 15 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 14:00 დან 17:00 საათამდე)  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.N2 A323), ასევე უშუალოდ ტურის დღეს.