სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები
შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები
  • 04/03/2025

შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები

ცნობილი გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადებული პირველი შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები. შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა, აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, წახალისება და მხარდაჭერა.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საგრანტო განაცხადების შემოტანა შესაძლებელი იყო ღია წესით გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც იმართება წელიწადში ორჯერ.

კონკურსის ფარგლებში შემოვიდა არაერთი საპროექტო განაცხადი, აქედან პირველადი შეფასების შედეგად, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, გამოირჩა 8 პროექტი, მათ შორის მიმართულებების მიხედვით:

 

  • სამართალი – 2 პროექტი
  • საჯარო მმართველობა – 1 პროექტი
  • ამერიკისმცოდნეობა – 1 პროექტი
  • განათლების მეცნიერებები -1 პროექტი
  • კომპიუტერული მეცნიერებები – 1 პროექტი
  • ტურიზმი – 1 პროექტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები – 1 პროექტი

შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე (გარე ექსპერტთა მიერ საგრანტო განაცხადების დამოუკიდებელი და ფარული შეფასება), თითოეული საპროექტო განაცხადის ავტორს, დამატებით მიეცა რეკომენდაცია განაცხადების გარკვეული კომპონენტების დაზუსტების შესახებ, თითოეული პროექტის საპროგნოზო შეფასების ამაღლების მიზნით.

აღნიშნული ეტაპის შემდგომ, პროექტები შესაფასებლად გადაეგზავნათ გარე ექპსერტებს (დარგის სპეციალისტებს) მათ მიერ განაცხადების დამოუკიდებლად და ფარულად შეფასების მიზნით.

გარე ექპსერტთა შეფასებების საფუძველზე, გამოვლინდა 2 გამარჯვებული პროექტი:

მიმართულება: სამართალი

პროექტის დასახელება: “დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების კვლევისა და სწავლების
ხელშეწყობის პროექტი”

მიმართულება: ტურიზმი

პროექტის დასახელება: “შიდა ქართლის მოლაპარაკე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა,
როგორც საშუალება თემებში ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის”

წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის ავტორებს!