სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ანამარია სააკაძე | საერთაშორისო...
#ჩემიუნივერსიტეტი: ანამარია სააკაძე | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა
  • 01/05/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: ანამარია სააკაძე | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

გაიცანით IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანამარია სააკაძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ცოდნასთან ერთად ვიპოვე სითბო, მეგობრობა და გარემო, რომელიც პიროვნულ ზრდაში მეხმარება.

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა მარწმუნებს, რომ სწორი გზა ავირჩიე. აქ გვაქვს შესაძლებლობა საფუძვლიანად შევისწავლოთ ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები, როგორებიცაა გეოპოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკური იდეოლოგიები და მათი დიდი რეფორმატორები. ეს ცოდნა მეხმარება გავიგო თანამედროვე მსოფლიოს სტრუქტურა, მივხვდე სხვადასხვა საერთაშორისო პროცესების ლოგიკას და შევძლო მოვლენების ანალიზი როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე.

უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების პრაქტიკულ განვითარებას და მათ აქტიურ მონაწილეობას პროექტებში, მაგალითად მარკეტერების გუნდი, სადაც შევძელი და შევიძინე კომუნიკაციის, პიარისა და მარკეტინგის მნიშვნელოვანი უნარები, რაც ხელს უწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას.

ყველაზე მეტად მეამაყება, რომ IBSU-ს პროფესიონალი ლექტორები ცდილობენ, მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლონ. ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას, პრაქტიკაში გამოვცადოთ თეორიული ცოდნა. ვმონაწილეობთ დებატებში, ვწერთ პოლიტიკურ რეფერატებსა და კვლევით ნაშრომებს, ვმუშაობთ რეალურ პროექტებზე. თითოეული ასეთი გამოცდილება ხელს მიწყობს აკადემიური ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, კრიტიკული აზროვნების, ანალიზის და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა არამხოლოდ პროფესიული მომავლის შესაქმნელად მამზადებს, არამედ მზრდის პიროვნულადაც. ვსწავლობ თუ როგორ უნდა ვიფიქრო გლობალურად, როგორ ვიყო პასუხისმგებლობიანი მოქალაქე და როგორ მივიღო გააზრებული გადაწყვეტილებები სწრაფად ცვალებად სამყაროში.

IBSU-ში მიღებული განათლება მეხმარება ჩამოვყალიბდე პიროვნულად პასუხისმგებლობიანი, ანალიტიკური და გლობალურ პროცესებზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომელსაც აქვს საერთაშორისო სცენაზე წარმატების მიღწევის სრული პოტენციალი.”