სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ანო ტვილდიანი | ჟურნალისტიკის...
#ჩემიუნივერსიტეტი: ანო ტვილდიანი | ჟურნალისტიკის პროგრამა
  • 13/04/2022

#ჩემიუნივერსიტეტი: ანო ტვილდიანი | ჟურნალისტიკის პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანო ტვილდიანი რუბრიკაში #ჩემი უნივერსიტეტი

“აბიტურიენტობისას ძალიან ბევრ სიახლეს ვეცნობოდი უნივერსიტეტების შესახებ, ვუსმენდი მეგობრების რეკომენდაციებს, საბოლოოდ გადავწყვიტე ამერჩია იბსუ და ვფიქრობ, არ შევმცდარვარ. კომფორტული გარემო, პროფესიონალი ლექტორები, განათლების მაღალი ხარისხი და სტუდენტებზე მორგებული პირობები არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, თუ რატომ უნდა ისწავლო აქ. გარდა ამისა, იბსუ საშუალებას აძლევს აბიტურიენტებს მოიპოვონ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ შიდა გრანტებიც და გახდნენ სტიპენდიატები. მეც მომეცა ეს შესაძლებლობა, ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოვხვდი ქვეყნის მაშტაბით საუკეთესო 500-ეულში და სრულ დაფინანსებასთან ერთად მოვიპოვე სტიპენდია, რაც უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის და ოცნების ახდენაშიც დამეხმარა. სადებიუტო რომანი “მზითშობილნი” სწორედ ჩემი სტიპენდიის დახმარებით გამოვეცი. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში”.