სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ვერიკო სირია | სამართალმცოდნეობის...
#ჩემიუნივერსიტეტი: ვერიკო სირია | სამართალმცოდნეობის პროგრამა
  • 01/05/2025

#ჩემიუნივერსიტეტი: ვერიკო სირია | სამართალმცოდნეობის პროგრამა

გაიცანით IBSU-ს სამართლმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ვერიკო სირია რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

„IBSU ავირჩიე მისი მაღალი აკადემიური სტანდარტების, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებისა და მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის გამო, თუმცა ის ბევრად მეტი აღმოჩნდა.

IBSU არის ადგილი, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი, გავიზარდე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. IBSU-მ მომცა სივრცე, სადაც შევძელი საკუთარი პოტენციალის აღმოჩენა, შემძინა ახალი მეგობრები და დამეხმარა მიზნების მიღწევაში, რომელიც მხოლოდ ოცნებად მესახებოდა. უნივერსიტეტში შექმნილი გარემო ორიენტირებულია სტუდენტების ინტერესებზე, თავად სტუდენტური ცხოვრება კი მრავალფეროვანი და დაუვიწყარი გამოცდილებებით სავსე. რაც ყველაზე მეტად მახარებს, აქ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა თავად გახდნენ საინტერესო პროექტების ინიციატორები და მიიღონ სრული მხარდაჭერა.

თავადაც მქონდა შესაძლებლობა სტუდენტებისთვის დამეორგანიზებინა არაერთი შემეცნებითი აქტივობა, მომეწვია დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გაგვემართა დისკუსია. ეს უნივერსიტეტი არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე, არამედ სტუდენტების განვითარებაზე პრაქტიკული გამოცდილების შეძენის კუთხითაც ზრუნავს, რისი ერთ-ერთი მაგალითია პროექტი „ტრენინგები მოსწავლეებისთვის“, რომელმაც მომცა შესაძლებლობა ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა სამართლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის და გამეუმჯობესებინა საკუთარი უნარები.

რთულია აკადემიური პერსონალიდან ვინმე გამოარჩიო, თითოეულ ლექტორთან მუშაობა დიდი პატივი და საინტერესო გამოცდილებაა. მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო პრაქტიკოს იურისტებთან. საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ფრაზა “IBSU ერთი დიდი ოჯახია” მართლაც ასეა.“